navien_Logo.png

NAVIEN DELUXE S 35K

სამხრეთ კორეული კომპანია KYUNG DONG NAVIEN”,მარკით “NAVIEN”წარმოგიდგენთDELUXEსერიის გაზზე მომუშავე კედლის ორკონტურიან  დახურულ წვის კამერიან ქვაბებს ტურბოდაბერვის ინოვაციური სისტემით, კომლექტში მართვის დისტანციური პულტით  და უჟანგავი ფოლადის პირველადი თბომცვლელით.კომპანია KYUNG DONG NAVIEN”-ის მიერ წარმოებულმა ქვაბებმა თავიანთი ტექნიკური პარამეტრების, შესრულების ხარისხის, მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილებისა და ხარისხისა და ფასის სათანადო თანაფარდობის გამო უკვე მრავალი წელია მოწინავე ადგილი დაიმკვიდრა როგორც დსთ-ს ასევე სხვა ქვეყნების ბაზრებზე.

,,DELUXE”- სერია შედგება 13, 16, 20, 24, 30, 35 და 40 კვტ სიმძლავრის მქონე ქვაბებისაგან

ეს ქვაბები  უპრობლემოდ მუშაობენ ყველანაირ  კლიმატურ პირობებში; არ ეშინიათ გაზისა და წყლის დაბალი  წნევის და მარტივად უმკლავდებიან ელექტროქსელში ძაბვის მერყეობას.

გათბობის ქვაბები“NAVIENDELUXE” აღჭურვილნი არიან ქვაბში და სისტემაში წყლის გაყინვისაგან დაცვის ავტომატური სისტემით:როგორც კი გამათბობელი წყლის (თბომატარებლის) ტემპერატურა დაეცემა +10°C-მდე,  ირთვება საცირკულაციო ტუმბო და უზრუნველყოფს წყლის მუდმივ ცირკულაციას; ხოლო თუ კი გამათბობელი წყლის ტემპერატურა დაეცემა +6°C-მდე, ავტომატურად ირთვება ქვაბის სანთურა და უზრუნველყოფს გამათბობელი წყლის ტემპერატურის აწევას +21°C-მდე.

ქვაბი ელექტროქსელში ძაბვის ხშირი და მნიშვნელოვანი რყევების დროსაც კი უსაფრთხოდ და სტაბილურად  მუშაობს

ქვაბის კვების ბლოკის მიკროპროცესორზე დამონტაჟებულია დამცავი ჩიპი SMPS(Switched-Mode Power Supply), რომელიც აქტიურდება   ელექტროქსელში ძაბვის ±30%-იანი  ცვლილებებისას და უზრუნველყოფს   ქვაბის შეუფერხებელ  მუშაობას. ამის შედეგად მინინუმამდეა დაყვანილი ელ. ქსელში ძაბვის  ცვლილებების გამო ქვაბის მოულოდნელი ჩართვა-გამორთვა, რაც თავის მხრივ  ქვაბს იცავს დაზიანებებისაგან დაახანგრძლივებს  ქვაბის ექსპლუატაციის პერიოდს.

გათბობითა და ცხელი წყლით სარგებლობა შესაძლებელია  გაზის მცირე შემავალი წნევის დროს:

ქვაბი სტაბილურად და უსაფრთხოდ მუშაობს გაზმომარაგების სისტემაში გაზის წნევის 4მბრ-მდე (40მმ წყლის სვეტი) დაცემის დროსაც კი.

ცხელი წყლით სარგებლობა შესაძლებელია ცივი წყლის მცირე შემავალიწნევის შემთხვევაში:

ქვაბი სტაბილურად მუშაობს ცივი წყალმომარაგების სისტემაში  წყლის  წნევის 0.1  ბარამდე დაწევისას. ამის გამო მისი გამოყენება შესაძლებელია ისეთ შენობებშიც, სადაც წყლის დაბალი წნევაა ან ხშირია  წყლის წნევის ცვალებადობა.

image-navien.jpg

პირველად საქართველოში და მხოლოდ ‘’NAVIEN“-სგან! ქვაბებს კომპლექტში მოყვება დისტანციური მართვის პულტი ოთახის თერმოსტატით:

დისტანციური მართვის პულტი საშუალებას გვაძლევს არა მარტო დავზოგოთ ენერგომატარებელი და ამით შევამციროთ გათბობის ხარჯები, არამედ გვეხმარება მუდმივად შევინარჩუნოთ კომფორტული ტემპერატურა შენობაში და დავაყენოთ ცხელი წყლის ოპტიმალური რეჟიმი. პულტი აღჭურვილია LCD ეკრანით და განათებით.დისტანციური მართვის პულტი შესაძლებელია დამონტაჟდეს ქვაბისაგან მოშორებულ თქვენთვის მოსახერხებელ ადგილას, მაშინ როცა ქვაბი შეიძლება დამონტაჟებულ იქნეს ისეთ ადგილას, სადაც ხშირად მისვლა იყოს მოუხერხებელი. მაგ. ქვაბი შესაძლოა დამონტაჟდეს აივანზე, ხოლო მართვის პულტი სამზარეულოში ან ნებისმიერ სხვა სათავსოში.  შესაბამისად ქვაბის მუშაობის პარამეტრების   შესაცვლელად არ მოგიწევთ აივანზე გასვლა, რაც საკმაოდ არაკომფორტულია განსაკუთრებით ზამთარში.

 

 

 

ასევე პირველად  “NAVIEN“ -ის მარკის კედლის ქვაბებში შეგიძლიათ აღმოაჩინოთ გაზისა და ჰაერის ნაზავის შემქნელი მოდულირებადი ტურბოდაბერვის სისტემა ინოვაციური განლაგებით - წვის კამერისა დაპირველადი თბომცვლელის ქვემოთ! 

cover11.jpg

„NAVIEN“-ის ქვაბებში ტურბოდაბერვის ვენტილატორი განთავსებულია წვის კამერისადა პირველადი თბომცვლელის ქვევით. ვენტილატორის ბრუნვის სიჩქარე იცვლება ჰაერის წნევის სენსორიდან APS(Air Pressure System) მიღებული სიგნალის მიხედვით.  შედეგად წვის კამერაში ქვაბს მიეწოდება  შემავალი გაზის სრული წვისათვის აუცილებელი ჰაერის რაოდენობა და   გაზის წვის პროცესი ხდება უფრო ეფექტური. გაზის წვის სწორედ ასეთი სისტემა უზრუნველყოფს გაზის მაქსიმალურ წვას და მინიმუმამდე დაჰყავს კვამლის გატანასთან დაკავშირებული თბოდანაკარგები.  ყოველივე ამის გამო ქვაბის წარმადობა გაზრდილია და მიუხედავად იმისა,რომ „NAVIEN“-ის ქვაბებში გამოყენებულია უჟანგავი ფოლადის პირველადი  თბომცვლელები,  ამ ქვაბების მქკ  იგივეა  როგორც იმ ტრადიციულ ქვაბებისა, რომელთაც აქვთ  სპილენძის პირველადი თბომცვლელი.

ასევე “NAVIEN“- ის მარკის კედლის ქვაბებში შეგიძლიათ პირველად იხილოთ უჟანგავი ფოლადისაგან დამზადებული პირველადი თბომცვლელები:

ცნობილია, რომ უჟანგავი ფოლადის თბომცვლელები სპილენძის თბომცვლელებთან შედარებით კოროზიის მიმართ 5-6-ჯერ უფრო მდგრადები  არიან, მაგრამ მიუხედავად ამისა,უჟანგავი ფოლადის  თბომცვლელები  მაინც არ გამოიყენება ქვაბებში, ვინაიდან უჟანგავი ფოლადის თბოგამტარობის კოეფიცნტი სპილენძისაზე ნაკლებია.  უჟანგავი ფოლადის თბომცვლელის გამოყენება ტექნოლოგიურად გამართლებული და ეფექტური გახდა „NAVIEN“-ის  ქვაბებში ტურბოდაბერვის ინოვაციური  სისტემის დანერგვის შედეგად.  ამრიგად კომპანია „NAVIEN“-ის ინოვაციურმა მიდგომამ განაპირობა ის, რომ შედეგად  შედეგად მივიღეთ  ისეთი ქვაბები, რომელთა პირველადი თბომცვლელები დამზადებულია უჟანგავი ფოლადისაგან და მიუხედავად ამისა, მათი  მარგი ქმედების კოეფიცენტი იგივეა რაც  სპილენძის თბომცვლელიანი ქვაბების და  ამავდრულად მათი სიცოცხლის ხანგრძლივობა გაცილებით მეტია სპილენძის თბომცვლელიანი ქვაბების სიცოცხლის ხანგრძლივობაზე.

დამატებითი კომფორტი მოხმარებისას მიიღწეულია გათბობის წრედის უკუ ხაზზე  დამონტაჟებული ტემპერატურის სენსორის მეშვეობით:

ქვაბების უმეტესობას გათბობის წრედის უკუ ხაზზე არ გააჩნიათ ტეპტერატურის  სენსორი, რის გამოც  გაზისხარჯვა მიმდინარეობს შედარებით არაეფექტურად და შესაბამისად მცირდება თბომცვლელის სიცოცხლის ხანგრძლივობა. „NAVIEN“-ის ქვაბებს გათბობის წრედის უკუხაზზეაქვთ წყლის ტემპერატურის სენსორი, რის გამოც მცირდება ქვაბის ჩართვების რაოდენობა და შესაბამისად  ხდება გაზის ეკონომიური ხარჯვა და იზრდება თბომცვლელისადა მთლიანად ქვაბის სიცოცხლის ხანგრძლივობა.

უხმაურო მუშაობა:

„NAVIEN“-ის ქვაბების მუშაობისას გამოცემული ხმაურის დონე  ქვაბიდან 20 სმ-ში შეადგენს მხოლოდ  40დბ-ს, ხოლო უკვე 2 მეტრში -20დბ-ს.შედარებისათვის: ხმაურის დასაშვები ნორმა საცხოვრებელ ბინებში 40 – 55 დბ-ია დღის საათებში (7-23სთ) და 30-45დბ ღამის საათებში (23-7სთ) და ასევე იცით თუ არა რას შეადგენს ჩურჩულისადა ფოთლების ჩუმი შრიალის ხმაურის დონე?  20 დბ-ს! ასე რომ, შეიძლება ითქვას,  რომ „NAVIEN“-ის ქვაბები მუშაობისას ,,ჩურჩულებენ“

სოლიდური საგარანტიო პერიოდი:

ქვაბების სტაბილური მუშაობის გარანტიაა ასევე 4 წლიანი უფასო სერვისული მომსახურეობა

საგარანტიო შემდგომი სერვისი:

ნებისმიერი სათადარიგო ნაწილი საკმაოდ დაბალ ფასებში ხელმისაწვდომია თბილისის საწყობიდან.

ექსპლუატაციის ხანგრძლივი ვადა

შესაბამისი ექსპლუატაციისა და ტექნიკური მომსახურების პირობებში„NAVIEN“-ის ქვაბების ტექნიკური და  ხარისხობრივი მაჩვენებლები იძლევა მათი  სიცოცხლის ხანგრძლივობის 15 წლიან გარანტიას.

კომპანია “KYUNG DONG NAVIEN”-ს  მიღებული აქვს შემდეგი სერტიფიკატები:

1997 წლის დეკემბერი - რუსეთის ფედერაციის ხარისხის სერტიფიკატი 1.jpg

1998 წლის მაისი - ევროკავშირის ნიშანი თხევად საწვავზე მომუშავე ქვაბებზე 2.png

1999 წლის იანვარი - თურქეთის სტანდარტის სერტიფიკატი 3.png

1999 წლის ივნისი -  ბრაზილიის ხარისხის სერტიფიკატი 4.png

2004 წლის აპრილი - იაპონიის ხარისხის სერტიფიკატი 5.png

2004 წლის ივლისი - ევროკავშირის ნიშანი გაზზე მომუშავე ქვაბებზე 6.png

2005 წლის თებერვალი - ევროკავშირის ნიშანი კონდენსაციურ ქვაბებზე 7.png

2008 წლის თებერვალი - კანადის სტანდარტის სერტიფიკატი გაზის წყლისგამაცხელებელზე 8.png

2009 წლის ივლისი -  ბელორუსიის სტანდარტის სერტიფიკატი 9.png

2010 წლის იანვარი - ამერიკის ინჟინერ-მექანიკოსთა საზოგადოების სერტიფიკატი კონდენსაციურ წყლისგამაცხელებლებზე 10.png

2010 წლის იანვარი - ამერიკის ინჟინერ-მექანიკოსთა საზოგადოების სერტიფიკატი კონდენსაციურ ქვაბებზე11.png 

2010 წლის მარტი - ჰოლანდიის ხარისხის სერტიფიკატი 12.png

2010 წლის ივლისი - დიდი ბრიტანეთის ხარისხის სერტიფიკატი გაზზე მომუშავე კონდენსაციურ ქვაბებზე 13.png

2010 წლის სექტემბერი - რუსეთის ხარისხის სერტიფიკატი გაზზე მომუშავე კონდენსაციურ ქვაბებზე 14.png

2010 წლის ნოემბერი -  დიდი ბრიტანეთის სერტიფიკატი სასმელ წყალთან დაკავშირებით 15.png


კომპანია „თერმოკომი“-კომპანიაKYUNG DONG NAVIEN”-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში

www.termocom.ge  ტელ:  +995 225 21 01; +995595 55 33 12


მოდელი 35K
ნომ.თბოგამოყოფა 14-35 კვ
გაზ.დანახარჯი Q  (MIN) 1.48 მ3/საათი
გაზ.დანახარჯი Q (MAX) 3.77 მ3/საათი
ზომები 69.5 X 44 X 26.5
მქკ ნიმ.სიმძლავრე 91.50%
ტემპ.რეგ.დიაპაზონი 40-80
წყლის დანახარჯი  20.1 ლ/წუთში
წნევა წყ. მომარაგებ. 0.6 ბარი
დაცვის დონე  IP 40
გარანტია 4 წელი

Похожая продукция